ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში წმინდა საყდრის დესპანს არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩის შეხვდა

19 მაი 2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში წმინდა საყდრის დესპანს არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩის შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას. 

მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობასა და წმინდა საყდრის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ისაუბრეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წმინდა საყდრის დესპანს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.