19 მაი 2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან დიდიე ტღებიუკთან და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე (UNSDCF 2026–2030), რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და დამტკიცდა ორწლიანი სამუშაო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია განათლების მიმართულებას.