ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მივისწრაფვით - ზელენსკი

19 მაი 2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა.

„ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე.

მზად ვართ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ იქს-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა 15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.