19 მაი 2026
,,ექსპონატი, რომელმაც ეპოქა შემოინახა“ ამ სახელწოდებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატს – ჯუზეპე ვერდის ოპერას – ,,აიდა“ს 1896 წლის ბეჭდურ გამოცემას მიეძღვნა.
ექსპონატის ავტორია- მსოფლიო საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი, რომლის შემოქმედებამ XIX საუკუნის მუსიკალურ კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ღონისძიების მიზანი ერთი ექსპონატის მაგალითზე იმ ეპოქის გაცოცხლებაა რომელსაც სანოტო წიგნი ეკუთვნის.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო XIX საუკუნის თეატრალური და მუსიკალური კულტურის ამსახველი ვიზუალური მასალა და საოპერო ატმოსფერო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საბალეტო სტუდიის ბალერინებიც .