აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა

19 მაი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც აჭარის მთავრობის სტიპენდიატები გახდნენ.

 ღონისძიება განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები და დამსახურებული აღიარება მიულოცა. სტუდენტებს წარმატებები უსურვა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ახალგაზრდების მხარდაჭერა და საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება აქტიურად გაგრძელდება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თემატური შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება, რათა მოხდეს ერთობლივი მსჯელობა ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის ხედვებსა და არსებულ გამოწვევებზე.