20 მაი 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
"ყველა მეთორმეტეკლასელს, ვისთვისაც დღეს მშობლიური სკოლის სივრცეში სიმბოლურად ბოლო ზარი დაირეკება, მინდა მივულოცო სკოლის დამთავრება!
დღეიდან თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, რომელიც საკუთარი ძალებისა და დასახული მიზნების რეალიზების პლატფორმად უნდა აქციოთ. მჯერა, რომ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით და თავდაუზოგავი შრომით, განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ თქვენ - დიდი მომავლის ზღურბლთან მდგარი ფიქრებით, ოცნებებით და დასახული მიზნებით სავსე მომავლის თაობა!
ყველა მისწრაფების და ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებთ", - აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.