20 მაი 2026
აჭარის უმაღლესი თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ სწორედ ეს თაობა შექმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს.
"დღეს ჩვენი სკოლადამთავრებულებისთვის განსაკუთრებული დღეა, სრულდება ცხოვრების ერთი საინტერესო ეტაპი და იწყება სრულიად ახალი, პასუხისმგებლობით აღსავსე გზა.
წინ გელით ახალი აღმოჩენები, პროფესიული, პიროვნული თვითრეალიზაციის პერიოდი. მჯერა, რომ თქვენი თაობა იქნება ახალი იდეების, პროგრესისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შემოქმედი", - აღნიშნავს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.