ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა

20 მაი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს - სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც გამწვანების, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ხალხმრავალი ტურისტული სივრცეა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ბულვარში უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული გარემო დახვდეთ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბულვარში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ ბათუმის ბულვარი გენერალური გეგმის შესაბამისად ვითარდება, რაც სივრცის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას, ეკოლოგიური გარემოს დაცვასა და ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განახლებას უზრუნველყოფს.