20 მაი 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს და კომიტეტის მდივანს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა შაანსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა პროვინციის ისტორიულ და ეკონომიკურ როლს.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ღრმავდება. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააღრმავონ ინსტიტუციური კავშირები, ისაუბრეს კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა განიხილეს სატრანზიტო მარშრუტების, განსაკუთრებით შუა დერეფნის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობები.
შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.