20 მაი 2026
პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას, დეპუტატები საუბრობენ ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებულ სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობაზე.
მათი თქმით პეკინსა და სიანის პროვინციაში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ურთიერთობების გამყარებას როგორც საკანონმდებლო ისე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე.
დეპუტატების თქმით, შეხვედრებისას საუბრები შეეხო შუა დერეფნის მნიშვნელობას, ასევე ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროებში.