20 მაი 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ევროსტრუქტურების მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი.
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ბრიუსელი მიმართვას სერიოზულად მიუდგება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირში ადამაინის უფლებების დაცვის საკითხი პრობლემატურია და არაერთხელ მიიღეს კრიტიკა მათ შორის შეერთებული შტატებიდანაც.
ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ღია წერილით გუშინ მიმართა.
ღია წერილში ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს კითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, „როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს".