20 მაი 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს ბათუმში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.