ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები

20 მაი 2026

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები სამეგრელოში.

წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადასხვა სახეობის, უმეტესად ჭადრის ხეები და ჯამში 41 მორი დაამზადეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ დარჩელში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.