20 მაი 2026
ნარკოდამოკიდებულთა პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ ფორუმზე საზოგადოებასთან შეხვედრა-დისკუსია გაიმართა ბათუმში.
სადაც ითქვა, რომ ნარკოდამოკიდებულებების პრობლემა დღეს სხვა ვითარებაშია, რადგან შეიცვალა ნარკოტიკის სახეები და მათი ქიმიური შემადგენლობები.
აღნიშნეს, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რათა ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტზე მუშაობა, როგორც ნარკოლოგის, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და სხვა რეაბილიტოლოგის მიერ.