რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უპრეცედენტო დონეზეა-პუტინი

20 მაი 2026

რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ისინი განავითარებენ „ყოვლისმომცველ პარტნიორობას“, რომელმაც, კრემლის ხელმძღვანელის თქმით, დროის გამოცდას გაუძლო.

„რუსეთსა და ჩინეთს შორის ახალ ეპოქაში ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთქმედება თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოდელია.

ის დაფუძნებულია თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების, ურთიერთდახმარების, მეგობრობისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის პრინციპებზე“, - განაცხადა პუტინმა.

 რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთმა და ჩინეთმა 25 წლის წინ ხელი მოაწერეს კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის ფუნდამენტური სამთავრობათშორისო დოკუმენტი, რომელიც ყველა სფეროში თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს და დღესაც სრულად აქტუალურია.

დღეს ჩვენი ურთიერთობები უპრეცედენტო დონეს მიაღწია-თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ არახელსაყრელი გარე ფაქტორების ფონზეც კი, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთქმედება და ეკონომიკური თანამშრომლობა ძლიერ იმპულსს აჩვენებს.  

პუტინი ეკონომიკური თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალად ენერგეტიკის სექტორში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა დაასახელა.