20 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ დასრულდება და ყოველწლიურ კონგრესის პიკნიკზე სიტყვით გამოსვლისას თეთრ სახლში იუ-ეფ-სის მასშტაბური ღონისძიების გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ამ ომს ძალიან სწრაფად დავასრულებთ. მათ ისე ძალიან სურთ გარიგების დადება, რომ ამით დაიღალნენ“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, შეთანხმება ნავთობის ფასებს დაბლა დაწევს.
ვაშინგტონის პრიორიტეტად ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილება რჩება.
იმავე ღონისძიებაზე ტრამპმა თეთრი სახლის ტერიტორიაზე იუ-ეფ-სის ბრძოლის გეგმების შესახებ ისაუბრა და მას დიდი საზოგადოებრივი სანახაობა უწოდა.
ამ სანახაობის ნახვა 75 დან 100 ათასამდე ადამიანს უფასოდ შეეძლება. ამისათვის რვა გიგანტური ეკრანი დამონტაჟდება“, - თქვა ტრამპმა.
კონგრესის პიკნიკი თეთრი სახლის ყოველწლიური ტრადიციაა, რომელიც კონგრესის წევრების, კაბინეტის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახებისთვის იმართება.