20 მაი 2026
ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.
რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი გუიჯოუს პროვინციის ქალაქ ჩანგმინგში მაშველების მიერ ხანდაზმული მაცხოვრებლების ევაკუაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად 150 მილიონი იუანი გამოყვეს და რამდენიმე დაზარალებულ რაიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყეს.
ჩინეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ძიანსის, ანჰუის, ჰუნანის, ჰუბეის, გუიჯოუს, გუანგსის, გუანდუნის და ჰაინანის რაიონები წვიმასთან დაკავშირებული კატასტროფების, მათ შორის მეწყერების, ძლიერი წყალდიდობებისა და დატბორვის მაღალი რისკის წინაშე დგანან.