20 მაი 2026
ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები ბარმენებს ჩაუტარდათ.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ბარმენებმა შეისწავლეს კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები, კოქტეილების რეცეპტები , სწორად მიწოდების წესები, ცალკეული კოქტეილებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი და კოქტეილის მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები.
ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ბათუმში მოქმედი ბარებისა და რესტორნების ბარმენები მონაწილეობდნენ.