„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“-პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

20 მაი 2026

ბათუმის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მაყურებელს ცნობილი იუმორისტული სპექტაკლი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“ წარუდგინა.

იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის ინტერპრეტაციაზე დაფუძნებულმა სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ამგვარი ჟანრის თეატრი, როგორც ჩანს მოენატრა მაყურებელს და დარწმუნებულია, რომ სპექტაკლს წარმატება ექნება.

დაგეგმილია სპექტაკლის გასტროლით წარდგენა ყაზახეთში.