20 მაი 2026
ჩინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.
შალვა პაპუაშვილმა ვიზიტი შეაჯამა და მას ისტორიული უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წელია, უკვე არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობაზეც და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც.
ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებულ სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობაზე მიუთითებენ პარალემენტის წევრებიც.
დეპუტატების თქმით, პეკინსა და სიანის პროვინციაში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ურთიერთობების გამყარებას როგორც საკანონმდებლო ისე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე.