20 მაი 2026
საპატრიარქოსთან, რომლის ეზოშიც ავტომობილი შევარდა, ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შემთხვევის შედეგად შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.