20 მაი 2026
ფრაქცია „საქართველოსთვის“ განათლების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განმარტა, რომ მათ უკვე გააგზავნეს კითხვები, რომლებიც ეხება განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად განათლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეების მომავალს.