20 მაი 2026
თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელებისთვის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
გასულ წელს სკოლამ შეიმუშავა 80-საათიანი ქართული ენის კურსი — „სახელმწიფო ენა რეკრუტებისთვის“.
სასწავლო პროგრამის შინაარსი და მეთოდოლოგია მაქსიმალურადაა მორგებული მსმენელთა საჭიროებებსა და სასწავლო რეჟიმზე.
ღონისძიების ფარგლებში, კურსის წარმატებით დასრულებისთვის 38 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა.