ჩინეთმა და რუსეთმა სტრატეგიული კოორდინაციის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი გააფორმეს

20 მაი 2026

ჩინეთისა და რუსეთის  პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას. 

ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო „ჯუნგლების კანონებისკენ რეგრესიის რისკის წინაშე დგას“.

ჩინეთის დედაქალაქში ხელმოწერის ცერემონიაზე სი ძინპინმა განაცხადა, რომ გლობალური წესრიგი მზარდი გაურკვევლობის წინაშე დგას და გააფრთხილა, რომ ცალმხრივობა და ჰეგემონიზმი სერიოზულ რისკებს ქმნის.