20 მაი 2026
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც რუსეთის ბირთვული ძალების წვრთნებია ასახული.
სამინისტრომ სამშაბათს გამოაცხადა სამდღიანი ბირთვული წვრთნები, რომლებიც, უწყების თქმით, მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას.
წვრთნებში 64 ათასი ადამიანი და 7ათას 800 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაცია და ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო რეგიონების დანაყოფები, ასევე 200-ზე მეტი რაკეტმტყორცნი, 140 თვითმფრინავი, 73 ზედაპირული ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, მათ შორის რვა სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავი.