კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა

20 მაი 2026

ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარდგენილი. ამის შესახებ ეროვნული  კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა კანში განაცხადა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი იყო, სადაც მსოფლიო დონის პროდიუსერებთან და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. 

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული კინოს მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა არაერთმა უცხოელმა პარტნიორმა. კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა დღეს დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნული პავილიონი წარადგინეს  ეროვნული კინოცენტრის და  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა “გადაიღე საქართველოში” წარმომადგენლებმა.