დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის საპრემიერო ჩვენება ბსუ-ში

20 მაი 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაციიის „მშვიდობის ელჩები“ მიერ გადაღებული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის „ინგირს მელე“ („ენგურს გაღმა“) საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა დევნილ ქალზე, რომელიც ეძებს პასუხს ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე: „როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, აფხაზეთში რომ დაბადებულიყო?“ ფილმი ეხება აფხაზეთის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ძალაუნებურად აღმოჩნდნენ ამ ტრაგედიის ეპიცენტრში და მათ ემოციურ გამოცდილებას.

თუმცა ფილმის მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ ტკივილზე ფოკუსირება - ის ცდილობს ემპათიის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების გაძლიერებას, ასევე ადამიანური კავშირების დანახვასა და ნდობის აღდგენას.

ფილმი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, თუ რას ნიშნავდა აფხაზეთი იქ დაბადებული ადამიანებისთვის - რა დაკარგეს მათ ამ მიწის დაკარგვით და რა შეიძლება აღდგეს, თუ ენგურის ორივე მხარეს იქნება ამის მზაობა.აღსანიშნავია,რომ ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებსა“ და ბსუს შორის გაფორმდა თაბამშრონლობის მემორანდუმიც.