20 მაი 2026
ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭო, პლენარულ სხდომაზე ყოფილი თავმჯდომარის დავით გაბაიძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
ცნობილია, რომ დავით გაბაიძის ნაცვლად რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების მანდატით მინურ პაქსაძე იქნება წარმოდგენილი. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ მიიღო.
,,ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ’’ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მინურ პაქსაძის კანდიდატურის წარდგენის მოთხოვნით უკვე მიმართა და ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების, N19-დან N26-ის ჩათვლით საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოსთხოვა.
პარტიის გადაწვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, მინურ პაქსაძის უმაღლეს საბჭოს წევრად წარდგენა ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.