21 მაი 2026
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ამაღლებას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ტარდება.
ამაღლება ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებასა და ადამიანებისთვის სიცოცხლის გზის გახსნას უკავშირდება.
ამაღლების სადღესასწაულო მსახურება ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ღამისთევით აღავლინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.