21 მაი 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება, დეპუტატები დადგენილების პროექტზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც დავით გაბაიძეს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.
დღესვე დაგეგმილია მინისტრის საათი. უწყების საქმიანობის შესახებ მოხსენებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე წარადგენს.
აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ კი დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ისაუბრებს.