21 მაი 2026
შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილთა მხარდაჭერის პროგრამებს - აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება. გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.