21 მაი 2026
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, უნებართვო და უსახური ობიექტების, კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების უმრავლესობა გაფრთხილების შემდეგ მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.
როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.