ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის

21 მაი 2026

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის.  ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.  

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროქტიკულად განახლდება.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, პლატფორმის მიზანია, მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალედ წარმოდგენა.