21 მაი 2026
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.