21 მაი 2026
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ბაკურიანში. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბური მეტრი სამასალე მერქანი და მის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.
კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.