სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი

21 მაი 2026

სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიზანი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირების ჰუმანიტარული მიზნით შესაბამისი მონაცემების გაზიარებაა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, და  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა.