შეხვედრები წყლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში

21 მაი 2026

მადრიდში მიმდინარე “წყლის საერთაშორისო სამიტის“ ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და წყლის სექტორის წამყვან კომპანიებთან  შეხვედრები გამართეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე წამყვან ევროპულ კომპანიებთან. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, კლიმატურ გამოწვევებთან ადაპტაციის საკითხები.  ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს წყლის სექტორის განვითარების გეგმების მიმართ ინტერესი გამოხატეს ესპანურმა და ფრანგულმა კომპანიებმა.