საერთაშორისო გამოფენა World of Private Label International Trade Show

21 მაი 2026

საქართველოს პავილიონი ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ნიდერლანდებში წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, აქტო, ბრიცა, ჰობი, ნათს ინქორფორეითიდი, ველინგტონი და ემელ ფუდ ჯორჯიას სტენდები.

მათ გამოფენის სტუმრებს ქართული წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის: ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი.

საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 19-20 მაისს ჩატარდა, კერძო ეტიკეტები ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიებაა.