21 მაი 2026
ირანის ახლადშექმნილი მარეგულირებელი ორგანო - სპარსეთის ყურის სრუტის ადმინისტრაცია იქსზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ჰორმუზის სრუტეში „კონტროლირებადი საზღვაო ზონა“ იქნება.
ადმინისტრაციამ, რომელიც სრუტეს მართავს, საზღვაო ზონად განსაზღვრა ხაზი, რომელიც ირანში მდებარე კუჰ-ე მობარაკსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხრეთ ფუჯაირის სრუტის აღმოსავლეთ მხარეს, ირანში მდებარე კეშმის კუნძულის ბოლოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმ ალ-კუვაინის სრუტის დასავლეთ მხარეს შორის მდებარე ხაზთან აკავშირებს“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრუტის გავლით ამ ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის საჭირო იქნება ადმინისტრაციის კოორდინაცია და ავტორიზაცია.
დღეიდან ჰორმუზის სრუტის გავლის მსურველი ყველა კომერციული გემი ვალდებულია გაიაროს შემოწმება, მიიღოს ოფიციალური ნებართვა და გადაიხადოს მოსაკრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გადაადგილებას რეგიონში მყოფი ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები დაბლოკავენ - წერია განცხადებაში.