გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა

21 მაი 2026

გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით გორსა და ბათუმში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“, - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.