სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

21 მაი 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა . შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. 

აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.

ანნ მონტავონმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგინა ჯოანა ბარტონი, რომელიც უახლოეს მომავალში მას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ პოზიციაზე შეცვლის.