შალვა პაპუაშვილის განცხადება

21 მაი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის თქმით, პიტერ ფიშერს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ  საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რადგან როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.