დავით გაბაიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

21 მაი 2026

დავით გაბაიძეს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.  აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება.

დავით გაბაიძე თანამდებობიდან 30 მარტს გადადგა, თუმცა შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი. 

დღეს მანდატის შეწყვეტის მიზეზი კი მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა.  მისი ადგილმონაცვლე მინურ პაქსაძე იქნება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, გუნდში კონსულტაციის შედეგად სიის თადარიგთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილება მოხდა.

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი იქნება ამავდროულად  ხულოს დელეგატი და საკანონმდებლო ორგანოში ხულოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი.