''ძლიერი საქართველო-ლელოს'' შეხვედრები აჭარაში 

21 მაი 2026

''ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივანი თანაგუნდელებთან ერთად გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ინფორმაციით, ქობულეთში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივები ამბობენ, რომ ფაროსანასა და სხვადასხვა დაავადების გავრცელების შედეგად ბაღები დაზიანდა, მოსავალს ვეღარ იძლევა, რის გამოც ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან.

ლელოს ინფორმაციით, ვითარება გაართულა ქობულეთის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების გაუქმებამაც.

ბრალდებებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. 

დენის სალუქვაძის განცხადებით სამინისტროში არა ერთი პროგრამა მოქმედებს, რომლითაც 5 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.