21 მაი 2026
ბათუმი სტუდფესტს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში სტუდენტური დასების თეატრალური წარმოდგენა იმართება, თეატრალური წარმოდგენების კონკურსში 9 უნივერსიტეტის 100 სტუდენტი მონაწილეობს.
სტუდფესტი 1 მაისს გაიხსნა და 21 ივნისს დასრულდება, სწორედ დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვებენ სხვადასხვა მიმართულების კონკურსების გამარჯვებულებს.
წელს სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 45 სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული კონკურსი და ტურნირი ტარდება. მასში 20 ათასამდე სტუდენტია ჩართული.