21 მაი 2026
მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს ტვირთების გადაზიდვისთვის უსაფრთხო და ალტერნატიულ მარშრუტად. ამაზე მეტყველებს ბოლო წლების სტატისტიკაც და 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგები.
იანვრიდან აპრილის ჩათვლით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ თითქმის 6 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 21 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის აქტივობის პოზიტიური ტენდენცია, ცხადჰყოფს, ქვეყნის სტრატეგიულ როლს საერთაშორისო გადაზიდვებში.
ამასთან, თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს ადგილობრივი საზღვაო ინფრასტრუქტურის ეფექტიან მუშაობას გაზრდილი ტვირთნაკადების მიღებისა და დამუშავების პროცესში.