22 მაი 2026
მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ „მატყუარა მდგომარეობაში ყოფნა სახალისო არ არის.”
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს.
„არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.
მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.
ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პაპუაშვილი.