22 მაი 2026
სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერცერთმა ელჩმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა ვერ გაბედა, ერთი სიტყვა ეთქვა დანიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მომხდარი აჩენს აღქმას რომ ბრიუსელისთვის მისაღებია მშვიდობიანი აქციების დარბევა და მოსახლეობის უფლებების შელახვა.
მისივე თქმით, საქართველოში მყოფი ელჩების მხრიდან დუმილი შესაძლოა აიხსნას იმით, რომ „მათ ეშინიათ, გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე“ ან შესაძლოა, მათთვისაც „ეს მისაღებია“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოპოზიციური პარტიებიც გააკრიტიკა.