22 მაი 2026
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით წელს ბიუჯეტი 37 მილიონ ლარზე მეტია.
ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ბიუჯეტი 13,7 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც 9 ქვეპროგრამით წლის განმავლობაში 24 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: - მაღალტექნოლოგიური მრტ და კტ კვლევები, კორონაროგრაფია, ბენეფიციართა გეგმური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება - სერვისები, რომელსაც არ ფარავს საყოველთაო დაზღვევა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.