22 მაი 2026
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს.